გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა იქნება საჭირო

21-06-2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლითაც სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება.

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად გაჩხრეკაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედი ანუ 90 დეპუტატი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირკალი ქადაგიშვილის განმარტებით, რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, აღნიშნულ დოკუმენტში არის შემდეგი სახის ჩანაწერი: „პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930