22-06-2021
“ქვეყანას სჭირდება სოციალური კოდექსი, გერმანია არის კლასიკა ამ სფეროში და ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუცია აქვს პრაქტიკულად სოციალური პოლიტიკის, სოციალური კოდექსის სახით”- განაცხადა„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გიორგი გაბუნიას თოქშოუში „ინტერვიუ ხელისუფლებასთან".
მისი თქმით, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერ მინისტრის და მისი იდეა გაახმოვანა, რასაც პარლამენტი უაპელაციოდ დაეთანხმა იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი განვითარების პროექტი სოციალური მიმართულებით.
„სოციალური კოდექსის შემმუშავებელი ჯგუფი პრაქტიკულად უკვე არსებობს, ჩვენი პარტნიორები, დღეს იყვნენ იქ ამ წარმატებული ქვეყნების წარმომადგენლები, გერმანიის ელჩი, საფრანგეთის ელჩი შესაბამისი ფონდების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები და ის ექსპერტები, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაში მთავარ გამოწვევებზე ოკუპაციის გარდა, ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის გაჭირვება, სიღარიბე, უმუშევრობა და კოვიდი. მთავარი ოთხიდან სამი ძირითადი პრობლემა საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწილ მიდგომას. ჩვენ აქამდე ფრაგმენტულად გვქონდა 200 ლარიანი დახმარებები, ახლა პრემიერის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ გახმოვანდა, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს და ეს წრეც გაფართოვდა, 200 000-ზე მეტ ბავშვს ეხება, ნაცვლად 50 ლარისა ელემენტარული კვების ფული, რომ ქონდეთ ყველაზე გაჭირვებულ ბავშვებს 100 ლარი მიეცემათ. სოციალური კოდექსია ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს. ამ იდეის გახმოვანება დღეს იყო მნიშვნელოვანი. ჩვენწარმატებული პროექტი გვაქვს - საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ ეს საკმარისი რომ არ არის და მეტი დინამიკა გვჭირდება, ამისათვისაა სისტემური მიდგომა, კონსტიტუცია, სწორი სოციალური პოლიტიკა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.