22-06-2021
ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნების დროს, შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება საარჩევნო უბნების განთავსებისათვის არანაკლებ 4 შენობა-ნაგებობის ადაპტირება.
ჩანაწერი ამის შესახებ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში აისახება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით იქნა განხილული.
აღნიშნული მოსაზრებით სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი გამოვიდა, რაც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა.
კანონის მოქმედ რედაქციაში გაწერილი ანალოგიური რეგულაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელდებოდა.