გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: მომდევნო თვის ბოლომდე საქართველოში რამდენიმე ვაქცინა გვექნება

22-06-2021

„მომდევნო თვის ბოლომდე საქართველოში რამდენიმე ვაქცინა გვექნება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამულა მდინარაძემ მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასთან წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ერთ-ორ კომპანიასთან, მათ შორის „ფაიზერთან“ მიღწეული შეთანხმება გაფორმების ეტაპზეა და დაახლოებით მომდევნო თვის ბოლომდე ჩვენ გვექნება რამდენიმე ვაქცინა საქართველოში. ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინიკონკრეტული ვადებით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, არის, რამდენიმე საკითხი, რაზეცუნდა შევთანხმდეთ, რაცარუნდა პოლიტიკური მიზნები გქონდეს.

„ოპოზიცია იქნება ეს თუ ხელისუფლებაში მყოფი პარტია, უნდა შევთანხმდეთ,რომ აქ ვართ ერთსულოვნები. ასეთ საკითხებს განეკუთვნება, როცა უჩინარ მტერთან მიდის ბრძოლა, მაგალითად ვაქცინაციის მიმართ სწორი და პოზიტიური კამპანია. რბილად, რომ ვთქვათ, მათ შორის მედია საშუალებებსაც, ზოგიერთ პოლიტიკოსებსაც ნეგატიური როლი ჰქონდათ, ბოლო დროს ეს თითქოს ცოტა გასწორდა, მაგრამ გახსოვთ თავიდან, როგორი კამპანიები მიდიოდა ვაქცინაციის წინააღმდეგ, ზოგი ირიბად, ზოგი პირდაპირ. ამიტომ, ასეთ საკითხებზე, ჯობია, შევთანხმდეთ ყველა ერთად და ვთქვათ, რომ დამაზიანებელია და არ არის სწორი. ვაქცინაციის პროპაგანდამ უნდა გადაარჩინოს, როგორც ჯანმრთელობა, ისე ეკონომიკა“ - განცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930