გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩრდილების სახელმწიფო თეატრის მსახიობს მარიამ კაპანაძეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯილდო გადაეცა

22-06-2021

ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრის „აფხაზეთი" მსახიობს, მარიამ კაპანაძეს „ახალ ჩიტოსეს ანიმაციის ფესტივალზე" ანიმაციური ფილმისთვის „მიტოვებული სოფელი" იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯილდო გადაეცა. ჯილდო მსახიობს იაპონიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ გადასცა.

იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ჩრდილების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გელა კანდელაკი ესწრებოდნენ. მინისტრმა მსახიობს წარმატება პირადად მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ მარიამ კაპანაძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელმაც „ახალ ჩიტოსეს ანიმაციის ფესტივალზე" გამარჯვება მოიპოვა. კინორეჟისორი და მსახიობი 2013 წლიდან ჩრდილების თეატრის მსახიობია და თეატრის ყველა სპექტაკლში მონაწილეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930