გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია

22-06-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში მდებარე, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია, სადაც დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი ინვენტარით აღჭურვილი კაპიტალურად გარემონტებული სასადილო და განახლებული ყაზარმები დაათვალიერა და რეკრუტების საცხოვრებელი პირობების, მათი დღის განრიგის შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრს სამწყობრო მოედანზე გამოფენილი, რეკრუტებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდა.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში დასრულებულია ასევე შტაბის შენობის, საკონტროლო გამშვები პუნქტისა და 3 ერთეული საქვაბის შენობის ფასადების მოწყობის სამუშაოები. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ბაზაზე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციის, ასევე, ტრიბუნის მოწყობისა და დროშის სამონტაჟო სამუშოებიც განხორციელდა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში თავდაცვის მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი იმყოფებოდნენ.

თანამედროვე სტანდარტების, საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი ახალქალაქში ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა. ამჟამად ცენტრში საწყის საბრძოლო მომზადებას რეკრუტების ორი და წვევამდელების ერთი ნაკადი გადის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930