გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესტორნების მიმართ გარკვეული შეზღუდვები ძალაში რჩება

22-06-2021

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით - დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეებში, პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში. ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება იქნება კვლავ სავალდებულო, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ივლისიდან მოიხსნება გადაადგილების შეზღუდვა, რესტორნები კი იმუშავებენ 00:00 საათამდე.

„გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება პირველი ივლისიდან, უბრალოდ ერთი შეზღუდვა რაც რჩება, ეს არის შეზღუდვები რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე, 00:00 საათიდან რესტორნები არ იმუშავებს, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. იგივე ეხება სასტუმროების რესტორნებსაც,"- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930