გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ბერას, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის მოძალადეებად გამოყვანა არ გამოვა

22-06-2021

„ბერას, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის მოძალადეებად გამოყვანა არ გამოვა. სიმართლეს ფაქტები ამყარებს, იმას რასაც თქვენ ვერსიის სახით სთავაზობთ საზოგადოებას, ფაქტები არ ამყარებს“- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მთავარი არხის ეთერში, ბერა ვანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერების შესახებ დასმულ კითხვაზე.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” სტილია, თვითონ რასაც აკეთებდნენ, ცდილობენ რამენაირად იგივე მიეწებოს „ქართულ ოცნებას“.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ჩანაწერებში რომ ყოფილიყო დანაშაულის კვალი 170 ჯერ კი არ დაჭრიდნენ, პირდაპირ გვაჩვენებდნენ.

„რაში დაჭირდებოდა ვინმეს, მათ შორის თქვენს კოლეგა ტელეკომპანიის პროდიუსინგს, არ დავაბრალებ, მათ დაამონტაჟეს თუ ვიღაცამ, ვინც მათ მიაწოდა, ამ მოკლე საუბარში 170 ჩაჭრა, გადაბმა და დამონტაჟება? იქ რომ ყოფილიყო დანაშაულის კვალი 170 ჯერ კი არ დაჭრიდნენ და მიჩეხავდნენ უბრალოდ პირდაპირ გვანახებდნენ. ამ ამბავთან დაკავშირებით რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენთან ყვებოდა, ტელევიზორშიც ის ილაპარაკა. როცა ეუბნებიან, რომ მინისტრს ახსენებ, მართლაც, იმ დროს თუ გყავს ნახსენები მინისტრი, ბუნებრივია, მაგრამ მერე თუ აღმოჩნდება რომ იქ საერთოდ მინისტრი ვერ ნახეს და იმ ჩანაწერებში მინისტრი სიტყვა რომ გამოეყენებინათ ისიც კი დაამონტაჟეს, ეს იმას ნიშნავს რომ მინისტრზე თუ თქვა, ესე იგი ეს  გამორიცხავს ამას?“ - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პროკურატურა ვალდებულია ყველა კონკრეტული გარემოება და ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინოს.

„როგორც ვიცი, ეს გარკვეული შუალედური დასკვნაა. ორ შემთხვევასთან გვაქვს საქმე სადაც მართლაც დაადასტურეს თვითონ ღარიბაშვილმაც და ბერამაც, დაადასტურა ანზორ ჩუბინიძემაც, რომ იყო მსგავსი შემთხვევები, მაგრამ არა დანაშაულებრივი, იყო ამბის გარკვევა, ეს არ არის დანაშაული და მჯერა ამ ვერსის, იმიტომ რომ საწინააღმდეგო ფაქტები ვერ ვნახე, დაზარალებული ვერ ვნახე. თქვენ ცდილობთ, თავის მართლების რეჟიმში ჩააყენოთ ხელისუფლება, გასაგებია ეს თქვენი დღის წესრიგია, თქვენი პოზიციაა, დააზიანოთ ხელისუფლება, მაგრამ თქვენი მიზნის უკან არის ერთი სიმართლე, რომელსაც ვერ გავექცევით, მაშინ არის ჩაწერილი უკანონოდ, მაშინ არის დამონტაჟებული რაღაც ნაწილი ალბათ, მაშინ არის გამოყენებული ან გამოყენების მცდელობაა ან იმ მიზნით არის ჩაწერილი, რომ ვიღაც დაეშანტაჟებინათ ან  რაღაც ეპოვათ ისეთი რომელიც  დაარტყამდა ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, მის გუნდს და დღეს არის გამოყენებული, ანუ იმ პერიოდში, როდესაც გავრცელდა კონკრეტული ტელევიზიის მიერ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930