გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ვაქცინაციის გაფართოების ღონისძიებებზე იმსჯელა

22-06-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კლინიკების ხელმძღვანელებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებები გააცნო, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა უქმდება და დღეიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.



მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებისგან ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პრემიერ-მინისტრმა და კლინიკების ხელმძღვანელებმა ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისთვის და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზება იგეგმება და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

პრემიერ-მინისტრმა და კლინიკების ხელმძღვანელებმა ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში ვაქცინის მილიონი დოზა შემოვა და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930