გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის და ირანის მოქალაქეები დააკავეს

13-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია 730 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 14 აბი „მეტადონი“. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


პოლიციამ, ასევე, ირანის მოქალაქე დიდი ოდენობით „ჰაშიშის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰაშიში ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,4823 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს.


გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


მთლიანად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 10 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 9 კილომდე ჰეროინი, 1 კილო და 200 გრამი კოკაინი, 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი, ასევე, 1 კგ და 700 გრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 850 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031