გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება

22-06-2021

აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის განახლებული ბიუჯეტი წარადგინეს.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

,, სპორტული ინფრასტრუქტურა არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ ახალი აშენებული სტადიონით. ამ მიმართულებით 17 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალ, კორექტირებულ ბიუჯეტში და ითვალისწინებს სპორტული ობიექტების მშენებლობას ექვსივე მუნიციპალიტეტში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარას არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი შეემატა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებისთვის 2021 წლის ბიუჯეტში 17 065 700 ლარია გათვალისწინებული და მოიცავს ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობას, შუახევის სტადიონის რეკონსტრუქციას, ღორჯომის სპორტული დარბაზის, ჩაქვის სარაგბო ბაზის, ქობულეთის სპორტული კომპლექსის, ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობას.

600 000 ლარით გაიზრდება სასპორტო კომპლექსის ბიუჯეტი, რომელიც მოხმარდება ახალ, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში გადასვლას და შესაბამის აღჭურვას.

სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციისთვის ბიუჯეტში დამატებით 1 120 000 ლარი გამოიყო და ბიუჯეტი 4 080 200 ლარს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930