გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ბითაძე გიორგი ვაშაძეს: რამდენჯერაც ტყუილს იტყვით, იმდენჯერ გაგცემთ პასუხს

22-06-2021

მაია ბითაძე გიორგი ვაშაძეს: რამდენჯერაც ტყუილს იტყვით, იმდენჯერ გაგცემთ პასუხს


„ბატონო გიორგი მიკვირს, რომ ვერ მივხვდით აქამდე რომ რამდენ ტყუილს იტყვით, იმდენ პასუხს გაგცემთ.
ფულს ხალხს ჰპარავს ის პოლიტიკოსი, ვინც უსაგნოდ და ტყუილებს საუბრობს ამ ტრიბუნიდან", - აღნიშნული განცხადებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს გიორგი ვაშაძეს უპასუხა.
მისი განცხადებით ქალაქის მერმა, კახი კალაძემ გაატარა უზარმაზარი რეფორმა, რომელიც უკვე თვალსაჩინოა.

„წლის ბოლომდე 300 ახალი ავტობუსი შემოვა და სქემები მთლიანად გაეშვება ისე, რომ კომფორტული იყოს გადაადგილება.

სამარშრუტო ტაქსებიდან ადამიანები ავტობუსებზე გადადიან და ეს ტენდენცია აქტიურად მიმდინარეობს, რათა არავინ დარჩეს უმუშევარი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარია სუბსიდირება იმისთვის, რომ არც ერთ სტუდენტს და მასწავლებელს სატრანსპორტო რეფორმის შედეგად ტარიფი არ გაზრდოდა.

როდესაც ტყუილს ამბობთ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ხელფასებზე, ძალიან გთხოვთ გაიხსენოთ, რომ ისინი ახალ სამარშრუტო ტაქსებზე გადასხდნენ სადაც კონდიციონერია, მგზავრობა არის ადეკვატური და მგზავრებისთვის საათნახევარი არის უფასო მგზავრობა ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და მეტროში.

კახი კალაძემ გააკეთა საგმირო საქმეები. ასეთი მერი არ ჰყოლია თბილისს, რომელმაც გადადგა არაპოპულარული, მძიმე ნაბიჯები.

მერწმუნეთ თქვენ ვერ გაბედავდით ვერც ტაქსების რეფორმის გატარებას ვერც ე.წ. „ბას ლაინების" დახაზვას", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930