გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო PABSEC-ის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

23-06-2021

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სერგეენკო 2 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 57-ე სესია ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

პლენარული სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პარლამენტის როლი ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები".

დავით სერგეენკომ გენერალური ასამბლეის დელეგატებს საქართველოდან ონლაინ პლატფორმის საშუალებით სიტყვით მიმართა და ჩვენ ქვეყანაში ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო წლებში ზემოაღნიშნულ გამოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იქნა გადადგმული.

აღნიშნულს საკითხზე ასამბლეამ მიიღო შესაბამისი მოხსენებები და რეკომენდაციები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930