გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე განსაკუთრებული კურსია

23-06-2021

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა.

უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ბანკის ფილიალებში და მობილბანკით მიღებულ ფულად გზავნილზე სპეციალური ვალუტის კურსი ამოქმედდა, შესაბამისად, გამოგზავნილი თანხის კონვერტაციას მომხმარებელი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებული, მაღალი კურსით შეძლებს. აღსანიშნავია, რომ შეთავაზების გამოყენებისას მნიშვნელობა არ აქვს რომელ ვალუტაში იღებთ ფულად გზავნილს.

„საქართველოს ბანკი მომხმარებლების სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ამ და სხვა სიახლეებით მხარი დავუჭიროთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ამიერიდან ბანკის სხვადასხვა არხებში მიღებულ ფულად გზავნილებზე გზავნილის სპეციალური კურსი ამოქმედდა, რაც მომხმარებელს საქართველოს ბანკში მიღებული გზავნილის კონვერტაციისას მაღალი კურსით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სიახლეების დანერგვას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, გზავნილის კურსი არ ვრცელდება მობილბანკში ZK-ს (ზალატაია კორონას) საშუალებით მიღებულ ფულად გზავნილებზე.

დამატებითი ინფორმაცია სიახლის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://bankofgeorgia.ge/ka/retail/transfers

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930