გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის

24-06-2021

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შეთანხმების თანახმად, მხარეები გამოხატავენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა შიდა ქართლის რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტებს ქვეყნის ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების გზებზე ესაუბრა.

მნიშვნელოვანია, რომ კასპის ტექნოპარკი არა მხოლოდ კასპის, არამედ მთლიანად შიდა ქართლის სეგმენტს მოიცავს, როგორც სხვადასხვა აქტივობების, ასევე ტრენინგ-კურსების მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031