გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკოს წევრობის კანდიდატისთვის დამატებითი მოთხოვნები ჩნდება

24-06-2021

ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, თუ ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ იყო საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, - აღნიშნული დამარტებით მოთხოვნა ჩაიწერა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავს.

მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პროექტში ცესკოს წევრობის კანდიდატისთვის დამატებითი მოთხოვნის ჩაწერა ცვლილებების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენის დროს გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ გადაწყდა.

პროექტის პირველად რედაქციაში მითითებულია, რომ ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930