24-06-2021
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში - აღნიშნული ჩანაწერი დაემატა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან თავიდანვე იყო დაყენებული საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მაჟორიტარებისთვის ბარიერის შემოღების თაობაზე.
„შემოთავაზებული იყო 40%-იანი ბარიერი. დღეს სამუშაო ჯგუფში გვქონდა ამაზე მსჯელობა და ეს მიდგომა გავიზიარეთ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.