გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ

25-06-2021

„ჩვენი მეგობრების და პარტნიორების, მათ შორის ელჩების შეფასებები, მეჩვენება რომ ძალიან ხშირად არის გადაჭარბებული. ჩვენი პარტნიორების წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტით და მანამდე აღებული ყველა ვალდებულება, შესრულებულია, ხშირ შემთხვევაში გადამეტებითაც კი“ - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია სასამართლოზე, ობიექტური კრიტერიუმები უნდა დავაყენოთ პირველ რიგში ამ კრიტერიუმებით სასამართლოს ნდობა მაღალია და მის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

„როდესაც ვლაპარაკობთ სასამართლოზე, სუბიექტური განცდები კი არ უნდა დავაყენოთ პირველ რიგში, არამედ უნდა დავაყენოთ ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლებზეც წეღან ვილაპარაკეთ, ამ ობიექტური კრიტერიუმებით სასამართლოსადმი ნდობა არის მაღალი და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, მეჩვენება გადაჭარბებული და მართლა ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ რეფორმა არის დამთავრებული. რეფორმა გრძელდება და ზოგადად რეფორმირება არ არის თემა, რომელიც შეიძლება ერთხელ დაამთავრო და ყველანი სამოთხეში აღმოვჩნდეთ, ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს ყველა სფეროში“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930