გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი არ მოუწერია მიშელის დოკუმენტზე, ამიტომ მის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები ითხოვდნენ საკრებულოს მაჟორიტარებისთვის 40-იან ბარიერს

25-06-2021

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი არ მოუწერია მიშელის დოკუმენტზე, ამიტომ მის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები ითხოვდნენ 40-იან ბარიერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესების საკითხზე.

„მთელი ოპოზიცია ითხოვდა 40%-იან ბარიერს, ყველა ვინც შეხვედრებს ესწრებოდა და ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არ მოსწონთ 40%-იანი ბარიერი. იქნებ ერთმანეთში შეთანხმდნენ და გაერკვნენ, რა ურჩევნიათ და რა არა. გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი არ მოუწერია მიშელის დოკუმენტზე, მის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. სხვა პარტიები ითხოვდნენ 40-იან ბარიერს და აქედან გამომდინარე შემოთავაზებას. პრინციპულ საკითხებზე შეჯერებული პოზიციაა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930