25-06-2021
"ჩვენ დავიწყებთ თითოეული სამინისტროს პრეზენტაციებს ივლისიდან, ყველას ექნება საშუალება - პარლამენტს, ექსპერტებს, მოწვეულ სპეციალისტებს, დონორებს, ჩაერთონ ამ პროცესში. ეს პროცესი მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე იქნება. ჩვენი ამოცანაა, სექტემბრის ბოლოს ათწლიანი განვითარების გეგმა დავასრულოთ, წარვადგინოთ და დავიწყოთ მისი იმპლემენტაციის მაქსიმალური კონტროლი და მონიტორინგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 10 000 დოლარამდე გაზრდა,ლ ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი უნდა გახდეს 9%, მინიმალური გეგმის მიხედვით.
„ეს გახლავთ ძალიან მოკლედ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გეგმის მონახაზი. ჩვენ დავიწყებთ თითოეული სამინისტროს პრეზენტაციებს ივლისიდან, ყველას ექნება საშუალება - პარლამენტს, ექსპერტებს, მოწვეულ სპეციალისტებს, დონორებს, ჩაერთონ ამ პროცესში. ეს პროცესი მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე იქნება. ჩვენი ამოცანაა, სექტემბრის ბოლოს აღნიშნული გეგმა დავასრულოთ, წარვადგინოთ და დავიწყოთ მისი იმპლემენტაციის მაქსიმალური კონტროლი და მონიტორინგი.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 10 000 დოლარამდე გაზრდა. უმუშევრობის მაჩვენებელი უნდა გახდეს 9%, ჩვენი მინიმალური გეგმის მიხედვით.", - აღნიშნა პრემიერმა.