გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 14 დეპუტატით განისაზღვრა

25-06-2021

პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 8 წევრიდან 14-მდე იზრდება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საბჭოს წევრთა გაზრდის აუცილებლობა პარლამენტში ახლად შექმნილმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ფრაქციებმა განაპირობა.

„დღეს საპარლამენტო ოპოზიციაში უკვე 7 პოლიტიკური სუბიექტი გვყავს. გამომდინარე აქედან წინადადება არის წარმოდგენილი ეთიკის საბჭოს შემადგენლობა გაიზარდოს 14-მდე, რათა უმრავლესობას და ოპოზიციას საბჭოში თანაბარი წარმომადგენლობა ყავდეს", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.



პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენლებს მოუწოდა, დროულად წარმოადგინონ ეთიკის საბჭოს წევრთა კანდიდატურები.



„ეთიკის საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი შექმნის შემდეგ მას ფუნქციონირება არ დაუწყია. ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის და ფრაქციისთვის ჩემი თხოვნა იქნება დროულად მოგვაწოდოთ კანდიდატურები, რომ ზაფხულშივე, მაქსიმუმ სექტემბრისთვის, ეთიკის საბჭომ შეძლოს საქმიანობის განხორციელება", - განაცხადა კახა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930