გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის, რომელიც 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას, დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი

25-06-2021

მანამ, ვიდრე კითხვებზე პასუხების გაცემას დავიწყებ, მინდა, კითხვა დავსვა იმ ოპოზიციას, რომელიც 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას, მათმა ამ დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია ჩვენ, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან არავითარი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, გარდა უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა.

„ჩვენი პარტნიორებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ თქვენი ეს ქმედება, მეგობრებო, იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი და სხვა არაფერი. ჩვენ ამდენი ლოდინის შემდეგ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად არავითარი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი ამ ადამიანების მიერ, გარდა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა. საბოლოო ჯამში, კარგია, რომ აქ სხედხართ, შემოხვედით პარლამენტში, მისასალმებელია, რომ შემოხვედით", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930