26-06-2021
რაც შეეხება ინოვაციებს, ციფრული ეკონომიკის და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას მარიამ ლაშხის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, რეფორმის მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია.
„ეკონომიკის სამინისტრო არის ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ჩართული, მსოფლიო ბანკი იყო და არის რეფორმის მხარდამჭერი, 21 მლნ ლარია ჩადებული წლევანდელ ბიუჯეტში და გაისად ამ მიმართულებით გაგრძელდება კიდევ უფრო მეტი დაფინანსების გამოყოფა,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.