გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: 10 წლიანი გეგმა სტაბილური, მშვიდობიანი და ევროპული მომავალია

26-06-2021

"ჩვენი გუნდის მმართველობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა და ყოველთვის გვეამაყება ამის ხაზგასმა. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიდა პირველი 100 დღე, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა მთავრობის ხელმძღვანელობა. ძალიან საქმიანი მოხსენება იყო. ეს პერიოდი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვახერხებთ და ვებრძვით პანდემიას და ამავდროულად ვავითარებთ ეკონომიკას. არ ხდება ეკონომიკის ჩაკეტვა. პირიქით, დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, აღმავლობა და ეს ასახულია რეალურ ციფრებში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ.

„თქვენ ხედავთ, რომ გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ლარი მყარდება. ამ ფონზე ძალიან კარგად ვითარდება ქართული წარმოება, იზრდება ექსპორტი, ვითარდება ტურისტული მიმართულება. რაც მთავარია არის მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა და პერსპექტივა. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რათა ჩვენ, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 10-წლიან გეგმაზე ვიმუშაოთ. 10 წლიანი გეგმა, ეს არის სტაბილური მომავალი, ეს არის მშვიდობიანი მომავალი, ეს არის ევროპული მომავალი. თქვენ თავად ხედავთ, ჩვენი გეგმა, ჩვენი ხედვა რამდენად საგნობრივი და დასაბუთებულია," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930