26-06-2021
თქვენ ამბობთ, რომ საქსტატის მონაცემებით, წამლების ფასები 10%-ით არის გაზრდილი და წამლების პრობლემაა, მე სრულად ვიზიარებ და ეს საკითხი შესასწავლია, წინა გამოსვლის დროსაც აღვნიშნე, რომ ამას სჭირდება ძალიან დროული რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ ლევან იოსელიანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტო ამ თემით უკვე დაინტერესებულია და პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.
„ჩვენ გვქონდა საუბარი ამის თაობაზე. ვიცი, რომ კონკურენციის სააგენტო აღნიშნული თემით დაინტერესებულია და ამ პროცესს, გპირდებით, კიდევ უფრო დავაჩქარებ. მზად ვარ, პარლამენტარების ჩართულობაც უზრუნველვყოთ ამ პროცესში, იმისთვის, რომ ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტების ფასები", - განაცხადა პრემიერმა.