გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: შევქმნით კომისიას, რათა ერთობლივად ვნახოთ გამოსავალი, რომ პენსიონერებს არ ჰქონდეთ არანორმალურად მაღალი პროცენტი

26-06-2021

ჩვენ შევქმნით კომისიას, მინდა გთხოვოთ, თქვენც რომ ჩაერთოთ ამ კომისიის მუშაობაში, რათა ერთობლივად ვნახოთ გამოსავალი იმისთვის, რომ პენსიონერებს არ ჰქონდეთ არანორმალურად მაღალი პროცენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, პენსიებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებულმა ხელისუფლებამ შეძლო და წინა ხელისუფლების დროს არსებული 100%-ზე მეტი საპრონცენტო განაკვეთი 36%-მდე დაწია.

„მქონდა საუბარი მინისტრებთან და ჩვენ შევქმნით კომისიას, მინდა გთხოვოთ თქვენც რომ ჩაერთოთ ამ კომისიის მუშაობაში რათა ერთობლივად ვნახოთ გამოსავალი, იმისთვის რომ პენსიონერებს არ ჰქონდეთ არანორმალურად მაღალი პროცენტი. წინა ხელისუფლების დროს 100%-ზე მეტი საპრონცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის განკუთვნილი, ჩვენ შევძელით და დავაწევინეთ და მეც მქონდა პირადად საუბაური ბატონ ირაკლი რუხაძესთან, ჩამოვიდა 36%-ზ,ე მაგრამ ესეც არის რა თქმა უნდა მაღალი. ყველას მოგიწოდებთ, ვინც ხართ დაინტერესბეული ამ საკითხით, ჩაერთოთ.

ვეტერანების პენსიას რაც შეეხება, გეთანხმებით რომ ეს პრობლემაა, რომელიც მანამდე უნდა მოგვარებულიყო. გიდასტურებთ, რომ 2022 წელს გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში ვეტერანებისთვის პენსიის გაზრდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031