გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მაისში ჩვენ ველოდებით 25%-იან ეკონომიკურ ზრდას, შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია და გრძელდება ლარის გამყარების პროცესი

26-06-2021

მაისში ჩვენ ველოდებით 25%-იან ეკონომიკურ ზრდას, შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია და გრძელდება ლარის გამყარების პროცესი, ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ინფლაცია ასევე დაიკლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, ინფლასიასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოზიტიური სიგნალი და მოლოდინი მოდის ასევე ბიზნესიდან.

„მაისში ჩვენ ველოდებით 25%-იან ეკონომიკურ ზრდას, შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია და გრძელდება ლარის გამყარების პროცესი, ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ინფლაცია ასევე დაიკლებს,

რაც შეეხება ინფლაციას, ზოგადად მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო მეგობრებისთვის, რომ ძალიან პოზიტიური სიგნალი და მოლოდინი მოდის ზოგადად ბიზნესიდან. მოგეხსენებათ, რომ მარტში ჩვენ 4%-იანი ზრდა გვქონდა, აპრილში უპრეცედენტო 44,8%-იანი ზრდა გვქონდა. მაისში ჩვენ ველოდებით 25%-იან ზრდას, რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო კონკრეტულად ამის თაობაზე. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია და გრძელდება ლარის გამყარების პროცესი. ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ინფლაცია ასევე დაიკლებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930