26-06-2021
ექიმებს სჭირდებათ დამატებით წახალისება და დაფასება, მადლობა უნდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ ჩვენს ძვირფას, გმირ ექიმებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის და სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს 50%-ის ოდენობით სახელფასო დანამატი ერიცხებათ.
"ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს- მათ, ვინც ჩართულები არიან კოვიდის პროცესში, სახელფასო დანამატი ერიცხებათ 50%-ის ოდენობით. ექიმებს სჭირდებათ დამატებით წახალისება და დაფასება.
მადლობა უნდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ ჩვენს ძვირფას, გმირ ექიმებს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.