გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ვმუშაობთ, რომ ახალი ტურისტული ატრაქციები და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას

26-06-2021

ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მხრიდან, არის წახალისებული. ამასთან დაკავშირებით მიღებული გვაქვს დაფინანსებაც, გრანტებიც და ველოდებით დამატებით გრანტების შემოსვლას, მათ შორის ბრიუსელიდან. 63 მუნიციპალიტეტში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც ისტორიული შენობების, ასევე ცენტრების, რეკრეაციული სივრცეების, პარკების მოწყობა და სხვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში კეთდება კონკრეტული პროექტები, რომ შეიქმნას ახალი ტურისტული ატრაქციები და ტურისტული ინფრასტრუქტურა.

„ამას გარდა, ჩემი დავალებით ყველა მუნიციპალიტეტში ვაკეთებთ ახლა კონკრეტულ პროექტებს, რომ შეიქმნას ახალი ტურისტული ატრაქციები და ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამასთან დაკავშირებით ცალკე პრეზენტაცია გვექნება ჩვენ და წარმოდგიდგენთ ჩვენს გეგმასა და ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს უნიკალური ადგილები, მათ შორის ბატონ ლევანს აქვს დამუშავებული დაცული ტერიტორიების პროექტები და ყველა დაცულ ტერიტორიაზე ასევე ვგეგმავთ, რომ დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას, რომელიც ასევე ჩაერთვება ეკონომიკაში,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930