გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიის თემა შეიძლება იყოს ის საკითხი, რაც გაგვაერთიანებს ჩვენ და აფხაზებს

26-06-2021

გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიით რუსეთი აქაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა დონეზე აფიქსირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციას და ასევე აქტიურად განიხილება, რომ იუსტიციის სამინისტრომ ამ თემაზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.

„გაგრის რაიონის სოფელ აიბღას დაწყებული ანექსიის საგანგაშო ფაქტს, ჩვენ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ფარგლებში გვქონდა ამაზე საუბარი, მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ეს პროცესი. რუსეთი აქაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა დონეზე, მათ შორის ჟენევის ფორმატშიც არაერთხელ გვავს დაფიქსირებული ამის თაობაზე და ახლა აქტიურად განვიხილავთ, რომ აქტიურად განვიხილავთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ უკვე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, ვინაიდან, ეს შეიძლება იყოს ის საკითხი, რაც გაგვაერთიანებს ჩვენ და აფხაზებს, რომელიც არის თქმა უნდა, განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას და ყველა დონეზე აფიქსირებს თავის პოზიციას.

„ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირის მისია აქტიურად არის ჩართული, ყველა ასეთ შემთხვევაზე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია და ასე გავაგრძელებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930