26-06-2021
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია მზად იქნება უკვე სექტემბერში დასამტკიცებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველადი დოკუმენტი მზად არის, რომელიც გადაეგზავნა ყველა უწყებას და მიმდინარეობს დამუშავება და შენიშვნების გაზიარება.
„უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, 4 თვეა მე რაც დავინიშნე პრემიერად, ჩვენ გავმართეთ უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა, ჩვენ მოვისმინეთ საბჭოს აპარატიდან სტატუსები და განახლებული ინფორმაცია, რომელიც შეეხება კონცეპტუალური დოკუმენტების მომზადებას საბჭოში, პირველი ის, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია მზად იქნება უკვე სექტემბერში დასამტკიცებლად, ახლა უკვე დრაფტი პირველადი დოკუმენტი მზად არის, რომელიც დაეგზავნა ყველა უწყებებს და მიმდინარეობს ახლა ამის დამუშავება და შენიშვნების გაზიარება. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას ჩვენ დავამტკიცებთ სექტემბერში შემოდგომაზე, მაქსიმუმ ოქტომბრის თვეში. მეორე - საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასევე არის მზად, დაგზავნილია უწყებებში, მიმდინარეობს ამ შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინება და მიღება ასევე ანალოგიურად საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც იქნება დამტკიცებული სექტემბერ-ოქტომბერში და მესამე დოკუმენტი თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ჩემ დროს აქვს უკვე მზად, ბატონმა დევიმ არ ვიცი საიდან მოიტანა რომ სააკაშვილის დროინდელი.. მე სააკაშვილის დროინდელი დოკუმენტით რატომ უნდა მეხელმძღვანელა? მზად მაქვს... არ ვიცით ეგ საიდან ამოიღეთ, მაგრამ მზად მაქვს, დამტკიცებული აქვს მინისტრს უკვე. განაახლებენ მაგას ყოველ შემთხვევაში, შეიძლება მოძველებული ინფორმაციაა ეგ, ყოველ შემთხვევაში დამტკიცებული გვაქვს და მზად არის ეს დოკუმენტი" - განახადა ირაკლი ღარიბაშშვილმა.