გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალური ოპერაციების ძალების საკვალიფიკაციო პროგრამის კანდიდატებმა წყალზე მომზადების კომპონენტი დაასრულეს

27-06-2021

სპეციალური ოპერაციების ძალების მსმენელებმა სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის წყალზე მომზადების კომპონენტი დაასრულეს. კურსის დასკვნითი ფაზა მსმენელებმა ბობოყვათის სანაპიროზე გაიარეს. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა.

წყალზე მომზადების სავარჯიშოები ორი კვირის განმავლობაში ოცდაშვიდმა მსმენელმა გაიარა. კურსის მიზანი დღისა და ღამის პირობებში წყალზე დაბრკოლებების გადალახვა იყო, რომელიც ფორმით ცურვას, წყლის გადალახვისთვის საჭირო საშუალებების მომზადებას, ზურგჩანთებში არსებული ნივთების შეფუთვას და ტივის შეკვრას, ასევე დაშავებულის წყალზე გადაყვანის ამოცანებს მოიცავდა.

სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაცო პროგრამის კანდიდატებმა რეინჯერის მოსამზადებელი პროგრამა და საპარაშუტო კურსები უკვე გაიარეს. სამომავლოდ ისინი სპეციალური ოპერაციების ძალებში ჩასარიცხად ეტაპობრივად გათვალისწინებულ სხვა კურსებსაც გაივლიან. კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სპეციალური ოპერაციების ძალებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031