გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"მთავარ არხს" სიცრუეში ამჯერად ღვინის ეროვნული სააგენტო ადანაშაულებს

27-06-2021

ღვინის ეროვნული სააგენტო მორიგ ტყუილს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს ტელეკომპანია "მთავარში" გასულ სიუჟეტს, თითქოს ღვინის ეროვნული სააგენტო თანხას ურიცხავდეს კომპანია "გლობალ ბრენდს".

უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ, ტელეკომპანია "მთავარის" მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ღვინის ეროვნულ სააგენტოში შესულ წერილში მკაფიოდ ეწერა, თუმცა სიუჟეტში, წერილის პასუხის იგნორირებით, მაინც გამოთქმული იყო ეჭვები, თითქოს "გლობალ ბრენდი" ფინანსდება ღვინის ეროვნული სააგენტოდან.

"საინტერესო იყო რას ეფუძნებოდა აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნით სააგენტოსადმი წერილობითი მომართვა, თუ სიუჟეტში, ფაქტების დამახინჯებით, მაინც იმას იტყოდნენ, რაც თავად "სურდათ".

კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს კომპანიისთვის "გლობალ ბრენდი" არასდროს, არცერთი თეთრი გადაურიცხავს.

რაც შეეხება სიუჟეტში გამოთქმულ ეჭვს, რომ შესალოა, ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიაში გადარიცხული თანხებიდან ყოფილიყო დაფინანსებული მომღერალ "უცნობის" ორგანიზებული 9 აპრილის საზოგადოებრივი აქცია, სააგენტოში შემოსულ ტელეკომპანია "მთავარის" შეკითხვაზე იყო მკაფიო განმარტება, რომ 2021 წლის მარტში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიისთვის "Customer Vineyard, inc" თანხა არ გადაურიცხავს. "Customer Vineyard, inc" არის პრესტიჟული ამერიკული მარკეტინგული კომპანია, რომელიც მრავალი წელია მოღვაწეობს ამერიკის ღვინის ბაზრზე და რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მათ შორის, "გლობალ ბრენდის" პროდუქციის. ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნული აბსურდული ბრალდების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის "Customer Vineyard, inc" -ს, რომელიც თავად გადაწყვეტს რა ფორმით მოახდენს რეაგირებას ტელეკომპანია "მთავარის" მიერ კომპანიის ქართულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930