გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
ქართული თეატრის პირველი წარმოდგენა მოსკოვში 1912 წელს

14-05-2018

1912 წელს თბილისიდან მოსკოვში ქართული თეატრის მსახიობები ჩასულან, რომლებიც თბილისის დრამატიული საზოგადოების ორგანიზატორობით ყოფილან წარდგენილნი. მსახიობებს მოსკოვში, აკაკის სახელობის სალიტერატურო ფონდის გასაძლიერებლად პირველი ქართული წარმოდგენა გაუმართავთ. წარმოდგენილი ყოფილა დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და „უბედური დღე“. მსახიობთა თამაშს მოსკოვში მყოფი ქართველი და რუსი საზოგადოება დასწრებია. დასასრულს, მოსკოვის გაზეთებს ქართველ მსახიობთა თამაში ქება-დიდებით აღუნიშნავთ:


„1911 წელს მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტთან დაარსდა აკაკი წერეთლის სახელობის სალიტერატურო წრე. 1912წ. ტფილისიდან ჩავიდნენ მოსკოვში ქართული თეატრის მსახიობები ვ. შალიკაშვილი, ნატალა ჯავახიშვილი, იუზა ზარდალიშვილი და სხვები, რომლებიც მიავლინა მოსკოვის სამხატვრო თეატრში ტფილისის დრამატიულმა საზოგადოებამ.


ამ მსახიობებმა აკაკის სახელობის სალიტერატურო წრის ფონდის გასაძლიერებლად გამართეს პირველი ქართული წარმოდგენა მოსკოვში.
წარმოდგენილ იქნა დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და „უბედური დღე“. წარმოდგენას დაერთო დივერტისმენტი და ცეკვა. წარმოდგენას დაესწრო მოსკოვში მყოფი ქართველები და რუსი საზოგადოება.


მოსკოვის გაზეთებმა ქება-დიდებით აღნიშნეს ქართველ მსახიობთა თამაში და მაყურებელთა ის აღტაცება, რომელიც გამოიწვია ამ პირველმა ქართულმა წარმოდგენამ“-წერს გაზეთი „სიტყვა და საქმე“ 1912 წლის ერთ-ერთ ნომერში . (სტილი დაცულია)


NSP.GE ©

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930