გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, მეტი მცირე ფერმერი ჩავრთოთ დახმარების პროგრამებში და კიდევ უფრო გავზარდოთ ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები

28-06-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტში, კომპანიის „მაგალი" თანამედროვე სტანდარტის სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა.
მეურნეობაში ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს 80 სათბურია, საიდანაც 500 ტონა მოსავალს ელოდებიან. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია, სესხის თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენს. პროდუქციის გადამუშავება სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ შპს „გლენბერის“ საწარმოში ხორცილედება. საბოლოო პროდუქტი ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის.

სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.

„ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალი დიდია და, ვფიქრობთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობის სივრცე არსებობს. ჩვენი ამოცანაა, ადგილობრივი მოსახლეობა საწარმოო ჯაჭვში, გარანტირებული შესყიდვების მოდელით, მაქსიმალურად იყოს ჩართული. უახლოეს პერიოდში, მწარმოებლებთან ერთად, დავამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ადგილობრივი მცირე მეწარმეების, მცირე ფერმერების საკრედიტო რესურსებზე წვდომის საშუალებას გაზრდის. ისინი შეძლებენ, თანამედროვე სათბურები მოაწყონ საკუთარ მცირე ნაკვეთებში. გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტის პირობებში კი, მოახდენენ პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა მეტი მცირე ფერმერი ჩავრთოთ დახმარების პროგრამებში და კიდევ უფრო გავზარდოთ ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930