28-06-2021
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, ოპოზიციური კვოტით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მანუჩარ კვირკველია აირჩიეს.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„კომიტეტში მნიშვნელოვანია კონსტრუქციული აზრის მოსმენა, ამისთვის მანუჩარ კვირკველიასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ," - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.
კომიტეტის წევრი, შოთა ხაბარელი ოპოზიციონერი დეპუტატის კომიტეტის საქმიანობაში ჩართვას მიესალმა და აღნიშნა, რომ ასეთი რანგის სპორტსმენის შემოსვლა კომიტეტში მნიშვნელოვანია.