გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოსამართლე ლაშა მაღლაკელიძე: წლებია, ცალკეულ მოსამართლეთა და ინსტიტუციის დისკრედიტაცია მიმდინარეობს

28-06-2021

მოსამართლე ლაშა მაღლაკელიძე აცხადებს, რომ უკვე წლებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია.

„ესაა როგორც ცალკეულ მოსამართლეთა, ისე, მთლიანად, ინსტიტუციური დისკრედიტაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არც გუშინ დაწყებულა და არც რამდენიმე თვის წინ, ეს უკვე, წლებია, მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინაც, ჩვენ გვქონდა ასეთი პოზიცია; როდესაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, დისკუსია მიმდინარეობდა, ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გაუქმებულიყო. დღეს უკვე დისკუსიაა იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, უნდა შეჩერდეს და, მოცემულ შემთხვევაში, ისინი არ უნდა განმწესდნენ“, - ამბობს ლაშა მაღლაკელიძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს იურიდიული კომიტეტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. ამ თემაზე დღეს საუბარი იქნება ბიუროს სხდომაზე. მოსამართლეთა 9-კაციანი სია ამ დრომდე განხილვის თემაა პარლამენტსა და მესამე სექტორში. მოსამართლეები მოუწოდებენ მხარეებს, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930