28-06-2021
„სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, თქვენ რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს და დამნახავი ამას დაინახავს",- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.
რიგგარეშე სესიის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია" წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციის ჰიმნი ჩართეს.