28-06-2021
„ვიღაცას ეგონება, რომ ამ ადამიანს დავდევ, არადა არ არის ეს ასე. უბრალოდ, კომიტეტის წევრია საფინანსოსი და ისეთ თემებს აბრეხვებს, რომ გაოგნებული ვარ და რომ არ ვუპასუხო, შეუძლებელია სახლში მივიდე. ჯერ ხომ პენსიებზე დააბრეხვა, 15 პროცენტიანი პენსიებიო, ნუ პოპულისტია და გასგებია, ცალკე იოსელიანი უხსნიდა, ცალკე ელისაშვილი რომ არარეალურია ეს, ბოლოს შევთავაზე, მაჩვენე 15 პროცენტიანი ბანკი, რომელიც 15 პროცენტში მისცემს პენსიონრებს სესხს და დღესვე წავალთ. სურვილი? რატომ თხუთმეტი, იქნებ ათში იყოს პროცენტი, ხუთში, ნულში, მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა სხვა",-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ რიგგარეშე სესიის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს.
„როდესაც ასეთი პოპულიზმით არის გაჟღენთილი ოპოზიცია, მერე ჰიმნსაც ჩართავს ის გოგონა, შემდეგ ციფრებიც აერევათ ერთმანეთში და მერე ნუ გეწყინებათ და ფორმულებს ნუ დააბრალებთ ადგილობრივ არჩევნებში საზოგადოება და მოსახლეობა რომ სწორ არჩევანს გააკეთებს და ისევ დაგტოვებთ უმცირესობაში, როგორც ახლა ხართ",-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.