გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას : პარლამენტის წინ კარვებში რატომ აწამებთ ადამიანებს 38 გრადუს სიცხეში, მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოხვედით?

28-06-2021

„პარლამენტის უკან რკინის ფარების აღება რომ გაგიხარდათ, თუ გაარკვიეთ, პარლამენტის წინ რომ კარვები რჩება, თუ იცით, რამდენი ადამიანია ახლა ამ კარვებში? 38 გრადუს სიცხეში. იცით? არიან ადამიანები კარვებში თუ არ არიან? თუ არიან, რატომ აწამებთ ამ ადამიანებს მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოხვედით და არანაირი პროტესტი არ ისმის იქ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

„ოპოზიციის იმ ნაწილს მინდა, მივმართო, რომელიც თვეების განმავლობაში არწმუნებდა დანარჩენებს, რომ არჩევნების მერე პარლამენტში შესვლა არ შეიძლება და ეს არ არის დემოკრატია. ახლა მიხვდით, რას ნიშნავს დემოკრატია? და მიხვდით ამ 7 თვის შემდეგ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თქვენც გამოხვიდეთ ამ ტრიბუნასთან, დასვათ კითხვები და თქვენი კრიტიკული პოზიციები დააფიქსიროთ. მიხარია, რომ მეთანხმებით. მაგრამ ამ დარბაზში ოპოზიციის მხარეს ვის აქვს პასუხისმგებლობა, ვერ გავიგეთ, ორი კვირის განმავლობაში გისვამთ კითხვას, პარლამენტის უკან რკინის ფარების აღება რომ გაგიხარდათ, „გირჩის" წარმომადგენლებს, თუ გაარკვიეთ, პარლამენტის წინ რომ კარვები რჩება, თუ იცით, რამდენი ადამიანია ახლა ამ კარვებში? 38 გრადუს სიცხეში. იცით? არიან ადამიანები კარვებში თუ არ არიან? თუ არიან, რატომ აწამებთ ამ ადამიანებს მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოხვედით და არანაირი პროტესტი არ ისმის იქ და თუ არ არიან, მაშინ იქნებ შეიკრიბოთ ეს ოპოზიცია ისევ, რომელსაც გაგიხარდათ ამ ფარების აღება და თხოვოთ ამ ადამიანებს, რომ წაიღონ ეს კარვები და როცა პროტესტი ექნებათ, მაშინ შეუძლიათ, რომ მობრძანდნენ. სხვანაირად, გაუგებარია, უბრალოდ, როგორ შეიძლება ერთად შარლ მიშელის შეთანხმებაზე გვესაუბრებოდეთ და ხალხს აწამებდეთ სიცხეში კარვებში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930