გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულები, ჩავატარებთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, თავისუფალ არჩევნებს და ჩვენი პარტია დამაჯერებლად გაიმარჯვებს

28-06-2021

მე და მთლიანად ჩვენი გუნდი, მთავრობა გაძლევთ გარანტიას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულები, მთელი საპარლამენტო გუნდი, მთელი უმრავლესობა, „ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, ჩავატარებთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, თავისუფალ არჩევნებს და დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ჩვენი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის პესიმისტური გამოსვლები პარლამენტში ემსახურება იმას, რომ პოზიტიური მოლოდინები შეცვალონ და შეაფერხონ.

„რაც შეეხება ეკონომიკის აღდგენას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის დიდი ოპტიმიზმის მომცემია ის ფაქტი, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა 45%-მდე ზრდა, მაისის თვეში ჩვენ ველოდებით 25%-იან ზრდას, მინიმუმ, რაც გვაძლევს ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს.

ეს ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმით, მათ შორის, ბატონ რომანს კარგად ესმის, ეს რას ნიშნავს. მათი ეს პესიმისტური გამოსვლები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ რამენაირად ეს პოზიტიური მოლოდინები შეცვალონ და შეაფერხონ.

ამას ემსახურებოდა არმაზის, ამ ბუმბერაზი ადამიანის ნათქვამი, რომ ჩვენ, მთავრობა თურმე ვამზადებთ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას. ეს ემსახურება კიდევ იმას, რომ შეიქმნას არასტაბილურობის განცდა.

მე და მთლიანად ჩვენი გუნდი, მთავრობა გაძლევთ გარანტიას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულები, მთელი საპარლამენტო გუნდი, მთელი უმრავლესობა, „ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, ჩავატარებთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, თავისუფალ არჩევნებს და დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ჩვენი პარტია", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930