გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მეუბნებიან, რომ დაიღალნენ ნაცმოძრაობი" ლიდერების ჩივილით იმაზე, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება

28-06-2021

ძალიან ცუდად მომხვდა ყურში, არაერთმა გამომსვლელმა, მათ შორის ბატონმა ვაშაძემ, ქალბატონმა ჩარკვიანმა, ქვეყანა მოიხსენიეს შემდეგი ეპითეტებით - „ყველაზე უბედური ქვეყანა", ძალიან მერიდება ამის თქმა - „ჩამპალი ქვეყანა" და ა.შ. თქვენ ქვეყანა არ გიყვართ მეგობრებო? როგორ საუბრობთ ჩვენს სახელმწიფოზე საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ქვეყანას საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა, თანამშრომლობა შეუძლებელია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, ყველანი გავერთიანდეთ, ასეთი დამოკიდებულებით უბრალოდ არ მესმის, ვერ ვხედავ პერსპექტივას, ამ ოპოზიციასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ვითანამშრომლოთ. ქვეყანა 6 თვის განმავლობაში ამყოფეს საბოტაჟის რეჟიმში და დღეს პასუხი არ გაუციათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რატომ დააზიანეს ჩვენი სახელმწიფო. იცით, რას მეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები? რომ ისინი დაიღალნენ „ნაცმოძრაობის" ლიდერების ჩივილით ჩვენზე, კონკრეტულად ჩემზე ან ლიდერებზე კი არა, არამედ ქვეყნის პრობლემებზე, რეალურად იმაზე, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება. ჩვენ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანეთ და ღიად გააჟღერეს, რომ დღეს თურმე მათივე შეფასებით, ქვეყანა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი. შევახსენეთ მათ, რომ დაჟინებით ითხოვდნენ, არ მიეცათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათივე თანამოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ჩვენ ამას მივაღწიეთ, მეგობრებო და კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ, მიუხედავად თქვენი ამ მავნებლური პოლიტიკისა. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის მავნებლობა, მეგობრებო და ეს მავნებლობა უნდა დაამთავროთ, უნდა დაამთავროთ იმიტომ, რომა სე ქვეყანა ვერ განვითარდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930