გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას": „ქართული ოცნების" მთავარი მიღწევა 1-ლი ოქტომბერია, როცა მოსახლეობა მჩაგვრელი რეჟიმისგან რეალურად გათავისუფლდა

28-06-2021

აქ საუბრობდნენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია და ასეც არის ნამდვილად; შეგახსენებთ, რომ იანვარში, ბატონი მელია, რომელიც რატომღაც არ დადის, მესმის მისი, გაუჭირდებოდა აქ ყოფნა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დარბაზში, ყოველდღე იმეორებდნენ, რომ გაზაფხულზე უნდა მოხდეს რევოლუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რატომ ამბობენ ამას? იმიტომ, რომ ინვესტორს არ ჰქონდეს პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის შეგრძნება. შემთხვევით არ გამიხსენებია 90-0იანი წლები და 2008 წლის ომი, მთავარი, რაც ყველას სჭირდება, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს, ისე უცხოელებს, ვინც აქ ცხოვრობენ, ისე ინვესტორებს, ვინც ფულის ჩადებას აპირებს ჩვენს ქვეყანაში, არის პოლიტიკური სტაბილურობა. ერთადერთი ძალა და ყოველთვის შევახსენებ ამ ადამიანებს, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში უზრუნველყო რეალურად უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა, არის „ქართული ოცნება". როცა ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად ამ მავნებლური პოლიტიკისა და მათი უწყვეტი საბოტაჟისა, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. შეკითხვები უამრავია და ამ დემაგოგიასა და სიყალბესთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი ცილისწამებაც, რა არის „ქართული ოცნების" მთავარი მიღწევა. 1-ლი ოქტომბერი არის მთავარი მიღწევა ჩემი აზრით, როცა მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად გათავისუფლდა თქვენი მჩაგვრელი რეჟიმისგან", - მიმართა პრემიერმა „ნაცმოძრაობის" წევრებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930