29-06-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის I კვარტლის მოსახლეობას, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილი -3 X კვარტლის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და სანზონის მოსახლეობას, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.