გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მიმართულებით ჩვენ ხელშესახები პროგრესი გვაქვს

29-06-2021

7 წლის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა, პოლიციის დეპოლიტიზება და მისი გაძლიერება, უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება, ჯარის გაძლიერება - ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი. ეს არის საკმარისი? - რა თქმა უნდა, არა. მე ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების სიღარიბე, მეგობრებო. ნახევარ მლნ-ზე მეტი დღეს სახელმწიფოსგან იღებს შემწეობას, რომ გადარჩნენ. მათ შორის, 180 000 ბავშვია, მეგობრებო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთის მხრივ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს წარსული, რომ მოქალაქეები დაზღვეულები იყვნენ შეცდომების განმეორებისგან, ხოლო მეორეს მხრივ უნდა ვიფიქროთ, სად ვართ დღეს და სად გვინდა, რომ ვიყოთ.

„ამ პირობებში, მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, სტაბილურობა, გარდა პირადი ეგოსი. სწორედ, პირადი ინტერესების გამო ხდება ყველაფერი. ის, რაც ბატონმა ხაზარაძემ თქვა, სწორედ, პირადი ინტერესების გამო იყო. რაც ბატონმა ვაშაძემ თქვა, ასევე მისი პირადი ამბიციების გამო იყო. აღარ ვსაუბრობ ნაცმოძრაობაზე და მათ პირად ამბიციებზე და მათი ბელადის პირად ზრახვებზე, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. დაანგრევს ამ ქვეყანას, კიდევ გაყიდის, კიდევ ჩააბარებს მტრებს, ოკუპაციას გააკეთებინებს დამატებითი ტერიტორიებისა, იმისთვის, რომ მან ხელახლა მოიპოვოს ძალაუფლება. ამას ვერ ეღირსებით, მეგობრებო. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, ვინაიდან ისევ მიწევს საუბარი მათ პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე. მე ვისაუბრე ძალიან ბევრი ჩვენს გრძელვადიან ხედვაზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს როგორ მოვედით დღევანდელობამდე. ერთის მხრივ, წარსული უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი დავაზღვიოთ შეცდომების განმეორებისგან. მეორეს მხრივ სად ვართ დღეს და სად გვინდა, რომ ვიყოთ - აი, სწორედ ამ ხედვაზე ავაგეთ ჩვენი გამოსვლა, მთავრობის ხედვაც სწორედ ამაზეა დაფუძნებული, ჩვენი პოლიტიკაც და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, თითოეულ დეპუტატს, ვინც გვერდში გვიდგას ჩვენ, მთავრობას. როგორც ერთიანი გუნდი, მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეგვიძლია,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930