29-06-2021
„პარლამენტში არშესვლა და მანდატის არ განხორციელება, ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, საკუთარი მოსაზრება უნდა დააფიქსირო პარლამენტის შიგნით და არა პარლამენტს კედლებს გარეთ.
„ეს არის დემოკრატიული თანამშრომლობის, დემოკრატიული თანაცხოვრების და პროტესტის გზაც და ამ გზას ვინც უხვევს, ის მიდის მარგინალიზაციის და დემოკრატიის კალაპოტს მიღმა. პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ ტერმინი ბოიკოტი ეს არის დემოკრატიული ინსტრუმენტი, როდესაც პარტია თუ ცალკეული დეპუტატი თვისი პოლიტიკური შეხედულებით ბოიკოტს უცხადებს სხდომებს, ან ის არ ამბობს, რომ მე არ ვარ დეპუტატი ის ამბობს, რომ მე ამ პარლამენტში არ ვმუშაობ რაღაც პერიოდი. საბოტაჟი ნიშნავს, არ ვაღიარებ ამ პარლამენტს, არ ვაღიარებ ამ ინსტიტუტს. არ ვაღიარებ რომ არჩევნები შედგა, რომ ხალხი არსებობს და ქვეყანა არსებობს“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.