გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიოდ და ცხადად წერია რაზეა საუბარი

29-06-2021

„შარლ მიშელის დოკუმენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიოდ და ცხადად წერია რაზეა საუბარი - განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, მართლმსაჯულების საკითხს 19 აპრილის შეთანხმებაში ორი საკითხი ეხება:

„ერთი ეს არის რეფორმა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ერთწლიანი პროცესია და 2020 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს, მანამდე უნდა მოხდეს იმ შედეგების შესწავლა, რომელიც აქამდე სხვა რეფორმებმა მოიტანეს, ანუ ხანგრძლივი პროცესია. მეორე საკითხი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას, სადაც კონკრეტულადაა მითითებული რა უნდა მოხდეს. კერძოდ წერია, რომ არსებულ სისტემას აქვს გარკვეული ხარვეზი და საჭიროებს შესაბამისობაში მოყვანას ვენეციის კომისიის დასკვნებთან, ამიტომ დროებით უნდა შეჩერდეს შერჩევა, გამოსწორდეს ეს საკანონმდებლო ხარვეზი, დაუახლოვდეს ვენეციის კომისიის დასკვნას, შემდეგ განახლდეს და დასრულდეს. ეხლა სად ვიმყოფებით, ეს პროცესი შეჩერდა მარტში, შეიცვალა კანონი აპრილში, განახლდა აპრილში და მიდის დასკვნები, ეს არის ზუსტად“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930