გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: როდესაც პარტია ხელს არ აწერს 19 აპრილის შეთანხმებას, ამით ამბობს, რომ მას პოლარიზაცია სურს

29-06-2021

„ნაციონალურ მოძრაობას დღემდე ხელი არ მოუწერია 19 აპრილის შეთანხმებისთვის. 19 აპრილის შეთანხმება ეს არის ევროპული გზა საქართველოსთვის, ეს არის დეპოლარიზაციის და პარლამენტში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გზა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, როდესაც პარტია ამას ხელს არ აწერს, ამით ამბობს, რომ მას არ უნდა დეპოლარიზაცია, მას უნდა პოლარიზაცია.

„პარლამენტის წინ ჯერ კიდევ გაშლილია კარვები და მოწოდების მიუხედავად, არ იღებენ. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ, გვინდა თუ არა, რომ გადავიდეთ თანამშრომლობის სხვა ეტაპზე, თორემ შეგვიძლია ასეც ვიყოთ. ნახევარზე მეტს ხელი არ აქვს მოწერილი 19 აპრილის ხელშეკრულებაზე. პრობლემა არ იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ასე ყოლა, ისინი ამ კუთხით არიან ოპოზიციაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ ამის ნაწილი. ცალმხრივად თანამშრომლობა ხომ არ შეიძლება, თანამშრომლობა - ეს არის ორმხრივად მოძრაობის გზა, ჩვენ ცალმხრივად როგორ ვეთანმშრომლოთ პარტიას, რომელიც ამბობს, რომ მე კარვები უნდა გაგიშალო და ბოიკოტი გამოგიცხადო“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930