29-06-2021
გონიო-აფსარონის ციხეში არქეოლოგიური გათხრები დასრულდა.
ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში მიმდინარეობდა მონუმენტური ნაგებობისა და მასთან არსებული აბანოს ნაშთების შესწავლა. აქ წინა წლების მსგავსად წელსაც დაფიქსირდა იატაკის მოზაიკა.
ციხის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში დადასტურდა რომაული პერიოდის სხვადასხვა ტიპის ბაზებიანი ნაგებობების ნაშთები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში რომაული, ბიზანტიური და ოსმალური პერიოდის კულტურული ფენები.
გათხრების შედეგად საკმაოდ საინტერესო არქეოლოგიური მასალაცაა გამოვლენილი: ამფორები, ლუთერიები, წითელლაკიანი კერამიკა, დამღიანი კრამიტები, მინისა და ლითონის ნაკეთობანი, მონეტები და სხვა.
არქეოლოგიური ექსპედიცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.