გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია პარლამენტს მიმდინარე კვირის ბოლომდე ეწვევა

14-05-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან საპარლამენტო ფორმატში შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საბოლოო პოზიცია დეტალების განხილვის შემდეგ ჩამოყალიბდება.


„ ჩვენთვის მთავარია, რომ დეტალებში განვიხილოთ სპეცოპერაციის საკითხები და ამასთან დაკავშირებით არის შესაბამისი მზადყოფნა. სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე, შეიძლება პრინციპში ითქვას, რომ კვირის ბოლომდე შედგება საპარლამენტო ფორმატში შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მონაწილეობით და იქ განვიხილავთ დეტალებს. ვიდრე დეტალებს საბოლოოდ არ გავივლით, მე მაქვს გარკვეული წინასწარი განწყობა. ჩვენ გვქონდა, ბუნებრივია, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან და მან განმარტა მიზეზები ამ სპეცოპერაციის, კონკრეტულად ფორმის, ასე ვთქვათ, შერჩევის მიზეზები და ა.შ. თუმცა, ვიდრე დეტალებს არ განვიხილავთ, მანამდე, ბუნებრივია, საბოლოო პოზიციას ჩვენ ვერ ჩამოვიყალიბებთ. მე მაქვს წინასწარი პოზიცია, რომელიც უკვე დავაფიქსირე. საბოლოოდ, ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც ყველა დეტალს განვიხილავთ“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების ფორმას, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ დღეებში გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ჰუმანური სახით მოქმედებს და ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა.


„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება მოქმედებს ჰუმანური სახით და ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდე შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წესი, ხელისუფლება უპირისპირებდა ხოლმე სისასტიკესაც კი. ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა 2012 წლამდე და ეს არის რადიკალურად შეცვლილი. დღევანდელი პრაქტიკა არის რადიკალურად შეცვლილი. ეს დავინახეთ გასული დღეების განმავლობაში. სპეცოპერაციის დღესაც კი არცერთი შემთხვევა არ ყოფილა სხეულის თუნდაც მსუბუქი დაზიანების. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ხელკეტის გამოყენების პოლიციელის მიერ. ეს არის ყველაზე მსუბუქი ფორმა ჩარევის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მაქსიმალურად არის ორიენტირებული სისტემა ადამიანზე, არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის მთავარი პრინციპია ის, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და ეს მიდგომა ხელისუფლებამ სათანადოდ წარმოაჩინა.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის უფლების დაცვა, მათ შორის გამოხატვის უფლების დაცვა. როგორც არ უნდა მოგვწონდეს ან არმოგვწონდეს ჩვენ ესა თუ ის მოსაზრება, ესა თუ ის ქმედება ამა თუ იმ ადამიანის, ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ის, რომ კონსტიტუციითგარანტირებული ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და ეს მიდგომა სათანადოდ წარმოაჩინა ხელისუფლებამ, აღმასრულებელმახელისუფლებამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930